„ძლიერი საქართველო“ მელიას დაკავებაზე - რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს - რეჟიმი ისეთ პანიკაშია, ფორმალურადაც  აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს

რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც კოალიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.

„"კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.

როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რასთან დაკავშირებით მოხდა მელიას დაკავება. ოფიციალური ინფორმაცია ოპოზიციონერის დაკავებაზე ამ დროისთვის, არ გავრცელებულა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე