რასა იუკნევიჩიენე - კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს - საქართველოში ვითარება უარესდება, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ

ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს, საქართველოში ვითარება უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს. ერთი კვირის წინ - ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ!” - წერს იუკნევიჩიენე.

























