თინა ხიდაშელი - მოუხშირეს დიქტატორულ ნაბიჯებს, ვითარება სუპერდრამატულია - „ციდან ჩამოვარდნილ“ ამბავს მოიგონებენ და სხვა პოლიტიკოსებსაც ვნახავთ საპატიმროში, „ოცნება“ დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოების აწიოკებას, წინ მძიმე დღეები გვაქვს

ძალიან მოუხშირეს დიქტატორულ ნაბიჯებს, ძალიან შეგვაჩვიეს იმას, რომ თანდათანობით ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობა აქვთ. სულ უფრო და უფრო სახიფათო სახეს იღებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ნიკა მელია დააპატიმრეს იმიტომ, რომ დასავლეთს უთხრან, „არავის არ აინტერესებს „ქართულ ოცნებაში“ და არავისზე გავლენას არ ახდენს ის რეაქციები, რომელიც დასავლეთიდან მოჰყვება მათ ქმედებას“.

„მე ვფიქრობ, რომ ვითარება სუპერდრამატულია. ის რაც ხდება, ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება, მანამდე ირაკლის დაპატიმრება, დღეს ნიკას დაპატიმრება, ხვალ-ზეგ სხვა ოპოზიციური ლიდერების, მერე უკვე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაპატიმრება არის პირდაპირი პასუხი იმაზე, რაც დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა თქვა კიდევაც, რომ „რა მოხდა ზურა ჯაფარიძე რომ დავაკავეთ, გაგვაკრიტიკებენ, მაგრამ ვის აინტერესებს მათი კრიტიკა?“. ზუსტად მაგიტომ დააპატიმრეს, რომ დასავლეთს უთხრან, რომ არავის არ აინტერესებს „ქართულ ოცნებაში“ და არავისზე გავლენას არ ახდენს ის რეაქციები, რომელიც დასავლეთიდან მოჰყვება მათ ქმედებას. სინამდვილეში, ეს რეაქციები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ არ არის, რეაქციები არის ქართული სახელმწიფოს მიმართ და ქართულ სახელმწიფოს ანგრევს ამ ტიპის მოქმედებები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც და ასევე დაიწყონ სამოქალაქო საზოგადოების „აწიოკება“.

“„ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა ყველაფრის ფასად ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნება. აბსოლუტურად არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიასთან მიმართებაში სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უფრო მეტსაც გეტყვით, მაქვს მოლოდინი, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც გადაიხადეს გირაოს თანხა, მათ მიმართაც იქნება საპატიმრო ღონისძიებები გამოყენებული. გირაოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს არავის დაპატიმრებისგან. როგორც ახლა ცარიელ ადგილზე დააკავეს ნიკა მელია, ზუსტად ასე ციდან ჩამოვარდნილ ამბავს მოიგონებენ და სხვა პოლიტიკოსებსაც ვნახავთ საპატიმროში. 1 ივნისიდან ამოქმედდება სადამსჯელო კანონების მორიგი ციკლი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ და მაქვს მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისითაც „ქართული ოცნება“ მოწინავე პოზიციებზე დარჩება და დაიწყებს სრულიად გაუგონარ აწიოკებას სამოქალაქო საზოგადოების. წინ ძალიან მძიმე დღეები გვაქვს, მაგრამ უნდა გავუძლოთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ინფორმაციისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება