ირაკლი კობახიძე - როცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღებაზე, მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო

წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული ვალუტა - „ლარი“ უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე, ქართული ლარის შემოღების თაობაზე. მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა. ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული - „კოლხური თეთრი“ ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა, 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა, ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელებაა ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე