პაატა დავითაია ნიკა მელიას დაკავებაზე - ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

პოლიტიკოსების დაკავებები იმ ფორმით, რაც ხდება ბოლო პერიოდში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს და სახელმწიფო ინტერესებს. ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გააკეთოს დასკვნები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რადგან ეს პროცესები ჩიხში შეიყვანს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება.

ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას დაკავებები ასეთი ფორმით, როდესაც არსებობს წინაპირობა არ განხორციელდეს დაკავება, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აჩენს შეკითხვებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, რასაც მოსდევს მწვავე შეფასებები და სანქციები ჩვენი პარტნიორებისგან.

პროცესი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, აღიქმება როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რაც შესაძლებელია არსებული სამართლებრივი რესურსებით.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება, რაც მნიშვნელოვანი იქნება პროცესის გაჯანსაღებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს