შალვა პაპუაშვილი - 2023 წელს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს - 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, ბრიუსელის მხრიდან ახალი ცილისწამება მივიღეთ

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს - 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.

,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას.

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს.

2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.

ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” - წერს პაპუაშვილი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს