მამუკა მდინარაძე - პოლიციელს ხასიათში უზის თავგანწირვა მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ამიტომ არიან გმირები, ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან

პოლიციელს, რომელსაც თავის ხასიათში, ხასიათის თვისებად უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, პოლიციელებს სულში აქვთ გმირობა და ამიტომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას და დაფასებას საზოგადოებისა და ქვეყნისაგან.

„ამიტომ არიან ისინი გმირები და ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან. ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულში და გულში უზით გმირობა და წარმატებას ვუსურვებ მათ და მათი ოჯახის წევრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიურია მათი პროფესიული წარმატება, განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, მათ შორის, იმის გამო, რომ წარსულში ეს ჩემი პროფესია გახლდათ. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა და მილოცვა ჩემგან მათ, " - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!