პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება.

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას.

საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა.

ეს რეჟიმი იბრძვის არა ქვეყნის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვის.

იჭერენ პოლიტიკოსებს, აუქმებენ პარტიებს, დევნიან ჟურნალისტებს და ასამართლებენ თავისუფალ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ გაიგეს ერთი რამ: დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არჩევანი ვერ იქნება ვერც დაპატიმრებული, ვერც გაყიდული.

ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ოპოზიციის - ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავლისთვის.

ბრძოლა დაწყებულია და მას მხოლოდ ერთი ფინალი აქვს - ქართველი ხალხის გამარჯვება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა