მაია კოპალეიშვილი - „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - ეს ორი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში ახდენს შეყოლას

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან - ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ.

„რეჟიმი აუცილებლად რეჟიმისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებით და თანმდევი მომენტებით უნდა შევაფასოთ. უნდა ვიბრძოლოთ თანმიმდევრულად და მტკიცედ - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თანმიმდევრული და მტკიცე იყოს. მაგალითად, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან. ამით საზრდოობს „ქართული ოცნება“. ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ მაშინ, როცა ჩვენი კოალიცია თანმიმდევრულად და მტკიცედ მიჰყვება თავის ნათქვამს, „ქართულ ოცნებას“ არცერთ თამაშში არ შეჰყვა. ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს. ამით როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია? ამიტომ მესმის იმ ხალხის, რომელიც ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ ოპოზიციისთვის ეჭვის თვალით ყურებასთან ერთად, რაც საკმარისი არ არის, უნდა გააძლიერონ ზემოქმედება იმ პარტიებზე, რომლებიც არათანმიმდევრული და არამტკიცეები არიან და „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას აპირებენ რაღაცა შეფუთული კონსტიტუციით გათვალისწინებული თვითმმართველობის არჩევნებით. დამისახელონ თუნდაც ერთი დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმი, რაც ახლა ჩვენთან, ფაქტობრივად გაფორმდა, სადაც კონსტიტუცია მოქმედებს. კონსტიტუცია ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტია თუ ის სისრულეში არ მოიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტებმა. ამიტომ, მინდა ამ პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართო: გამოვიდნენ ფსევდოშეფუთული საუბრებიდან, მაინც ვერ მოახდენენ ამ ფსევდოშეფუთული საუბრებით თავიანთ ლეგიტიმაციას, იზრუნონ ქვეყანაზე და არ შეჰყვნენ „ქართულ ოცნებას“ ამ თავის პოლიტიკურ თამაშებში“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე