გრიგოლ გეგელია - რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

„ჩვენი მოსაზრება იყო და არის ის, რომ ამ რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ორი აზრი ამასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. იმ სიტუაციაში, რაც ქვეყანაშია, ცალსახაა, რომ რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. როდის იქნება ადგილობრივი არჩევნები, იმავე დღეს, თუ 2 კვირაში, 3 თვეში, მეორე საკითხია. ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე“,-აღნიშნა გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს