კახა კალაძე - საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და სწორედ ეს არ მოსწონს ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს

ევროპელი ბიუროკრატების ნაწილმა ვერ შეძლო ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის მოყვანა და ამიტომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ. FARA-ს კანონთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს და უნდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოიყვანონ.

„ვიცით მოტივი, თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ევროპელი ბიუროკრატები, ყველა არა, საქართველოში არჩევნებში დამარცხდა. როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მოგვიწოდებენ, თითქოს ესაა ცუდი, დემოკრატიას ეწინააღმდეგება, ამ დროს, თავადვე საუბრობენ ბრიუსელში, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტები უნდა მიიღონ, რადგან გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ამასთან, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება. ჩვენც იმავე დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას.

ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, არსებული ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათ და ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებისთვისაც მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავს. ეს არ მოსწონთ. იმიტომ არის თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით [კრიტიკა]. კანონი, რომელიც ერთ რამეს მოითხოვს - ვიცოდეთ საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით სად მიდიოდა ეს თანხები და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს.

ეს არის მარტივი მოცემულობა. ვერ შეძლეს, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში