სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის და გაძლიერების მიმართულებით

რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შექმნა ოჩამჩირეში ჩვენ ტერიტორიას პოტენციურად აქცევს სამიზნედ თავდასხმის შემთხვევაში -საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით,- ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნის გეგმას.

სალომე სამადაშვილის თქმით, ამით იქმნება უსაფრთხოების სრულიად ახალი უსაფრთხოების გამოწვევები ანაკლიის პორტისთვის.

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმ საფრთხეზე, რომელიც არსებობს ოჩამჩირეში რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების და შექმნის თვალსაზრისით. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც და ეკონომიკური მომავლისთვისაც. რუსეთის სამხედრო შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა ოჩამჩირეში ჩვენ ტერიტორიას პოტენციურად აქცევს სამიზნედ თავდასხმის შემთხვევაში, ასევე, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი უსაფრთხოების გამოწვევები იქმნება ისეთი პერსპექტივისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი. ფაქტი არის ერთი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთს არამხოლოდ ხელი ვერ შეუშალა, არამედ ხელი შეუწყო ყველა ნაბიჯს, რომელსაც რუსეთი დგამს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის და გაძლიერების მიმართულებით. სანამ ხალხს ატყუებს ბიძინა ივანიშვილი, რომ თითქოს მისი ხელისუფლება მშვიდობას ინარჩუნებს რუსეთთან, რუსეთი რეალურად გამალებული გზებით ეწევა ჩვენი სახელმწიფოს დაპყრობის მიმართულებით ახალი წარმატებული ოპერაციების განხორციელებას.

ოჩამჩირის მაგალითი, რომელზეც სუს-ი გვიმტკიცებდა, რომ ასეთი არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამის კარგი მაგალითია იმიტომ, რომ სინამდვილეში სუს-ი დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არა ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით, რაც არის მისი მანდატი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაიხსნება,

„[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა შავი ზღვის ფლოტისთვის“, - აღნიშნა გუნბამ.

მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება „ორ ქვეყანას“ შორის თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება, კერძოდ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროების მეშვეობით.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა