მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.

მხარეებმა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკრო-ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა