სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი ევროპის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტული მობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი“ ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტს, პროფესორ იერნეი ლეტნარ ჩერნიჩს მასპინძლობს, რომელიც 6 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო ლექციას გამართავს თემაზე - „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა".

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორი იერნეი ლეტნარ ჩერნიჩი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტია. მას 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს აკადემიურ საქმიანობაში.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი, საჯარო საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართალი და ბიზნესი.

ლექცია ღიაა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 ივნისისა: https://forms.gle/9eHn8YMPmcNZDAeZ7

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს