მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები”.

„დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრა გავმართე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ჟერონ კლიკთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან, ბატონ ენდრიუ ჯუველთან.

განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, ასევე საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები”, - წერს ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე