პრემიერის მოხსენება - აქტიურად გრძელდებოდა საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატში რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით

აქტიურად გრძელდებოდა საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატში რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით , - ამის შესახებ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში წერს.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების შესახებ.

“კერძოდ, 2024 წლის 17 დეკემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე − “ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი აფხაზეთის რეგიონსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა.

სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, აღნიშნული დავის ფარგლებში გრძელდება წარმოება დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე. დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია, დარღვევის მსხვერპლთა ნუსხა და 1000-ამდე თანდართული დოკუმენტი.

ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. დეპორტირებულების საქმე) და “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. აგვისტოს ომის საქმე) სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის მიმართ, სადაც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულებები.

ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების გზების შესასწავლად, საკითხი გადაეცა ევროპის საბჭოს სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI), რომლის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს მონაწილეობით. ჯგუფმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განიხილება ევროპის საბჭოში.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 3 ბრალდებულის (ცხინვალის დე ფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ გამოცემული დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, გრძელდება თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ქართული მხარის პასუხისმგებლობის გამოვლენის გარეშე“, - ნათქვამია პრემიერ მინისტრის ანგარიშში, რომელიც წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე