რუსული მედია - მოსკოვი მემორანდუმით ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს - უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს, მოიხსნას სანქციები

რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამი, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს:

„პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“.

რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს.

ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს.

დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო იურიდიული აღიარება. საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარი. რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა“, - ნათქვამია რუსული მხარის მემორანდუმში.

შეგახსენებთ, დღეს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა