სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის შემდეგ დაინიშნა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენელი ლი ჯე მიუნგი ლიდერობს. რეიტინგით მას ჩამორჩება მმართველი პარტიის წარმომადგენელი კიმ მუნ სუ, რომელიც იუნ სუკ იოლის მთავრობაში დასაქმებისა და შრომის მინისტრი იყო.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ათასობით საარჩევნო უბანზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 30 000-მდე პოლიციელია განლაგებული. ხელისუფლებამ საგანგებო უსაფრთხოების უმაღლეს დონე გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა პოლიციელის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, რისი მიზეზიც მის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს