ანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ გუნდი, ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანების ლიდერებს შეხვდა

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე და პარტიის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანების ლიდერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მათ განიხილეს სამომავლო გეგმები, კერძოდ, ,,ხალხისთვის” გაწევრიანება ,,ევროპელი სოციალისტების პარტიის” რიგებში.

„ამასთანავე, მათ ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა ,,ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკას და იმ უკანონო ქმედებებს, რაც ხდება მშვიდობიანი პროტესტის დროს. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს