ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჟერონ კლიკს და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.

“მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც IMF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს IMF-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში IMF-ის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების" მისიის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე