სალომე ზურაბიშვილი - ანტონიო კოშტასთან საუბარი მქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ანტონიო კოშტასთან საუბარი ჰქონდა საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე და რუსულ ჰიბრიდულ სტრატეგიაზე "“ქართული ოცნების" მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით”.

“მნიშვნელოვანი საუბარი [მქონდა] ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად, ასევე მნიშვნელობებზე შავი ზღვისა და კავკასიის ევროკავშირის სტრატეგიისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ინიციატივით გაიმართა. ამავე ინფორმაციით, ანტონიო კოშტამ სალომე ზურაბიშვილს დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორც "დემოკრატიული დარღვევების ასევე, რეპრესიების მიმართულებით".

"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, კრიტიკულ მდგომარეობას მედიაში და რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს. პრეზიდენტი კოშტა დაინტერესდა რა მოლოდინები არსებობს ქვეყანაში საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ევროკავშირის მიმართ", - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის პრესსასმახურის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე