ანტონიო კოშტა - სალომე ზურაბიშვილთან საუბარში განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები - საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია

სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია, ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კოშტას თმქით, შეხვედრაზე განიხილეს,მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი.

“სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები.

საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”, - წერს კოშტა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს