გრიგოლ გეგელია - არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ არ უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები ან პოლიტპატიმრები არ უნდა გათავისუფლდნენ, ჩვენ ვამბობთ: ერთით მეტი ბრძოლის ველი ხომ არ შეგვექმნა? - თუ არ ვიბრძოლეთ და არ „გავანგრიეთ შუბლით“, არაფერი იქნება

ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყოს ან პოლიტპატიმრები არ უნდა გათავისუფლდნენ, ჩვენ ვამბობთ: ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველი ხომ არ შეგვექმნა?, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, საერთაშორისო-პოლიტიკური კუთხით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ არანაირ ლეგიტიმაციას არ ქმნის, რადგან „ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაათეთრებს ლეგიტიმაციის კუთხით, წერტილი“.

„რეჟიმთან ხელის ჩამორთმევა კი არა, მათი წაშავება და თავისუფალი ქართული სასამართლოს მიერ ციხეში განმწესებაა მიზანი, კორუფციისთვის, საგარეო-პოლიტიკური გადაგვარებისთვის და მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევაზე კი არა, ბრძოლაზეა საუბარი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და არა ხელის ჩამორთმევა.

მე ექვსი წლის წინ ჩავერთე პოლიტიკაში და უკვე ჩანდა რუსიფიკაციის ნიშნები და არცერთი დღის განმავლობაში არ მქონია ილუზია, რომ რუსულ რეჟიმთან წესებით შევძლებდი ბრძოლას, რომ მექნებოდა კარგი ცესკო, თავისუფალი არჩევნები, მეყოლებოდა შსს მინისტრი, რომელიც არის არისტოტელეს მიმდევარი და ჰუმანისტი და ა.შ. დღეს ვინმეს აქვს ამის ილუზია ამ ქვეყანაში? ხალხი დაჭერილია, 50-ზე მეტი ადამიანი ტყვედაა აყვანილი. ეს წესებით ბრძოლაა? არა, მაგრამ ხომ ვიბრძვით. ველით იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის, დავიღალე, ბატონმა ფარულავამ ჩაატაროს ახლა არჩევნები? მეც მინდა, მაგრამ არ არის ასეთი საქართველო და მოდი, რეალობას გავუსწოროთ თვალი და ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ბრძოლაზე. თუ არ ვიბრძოლეთ და თუ არ გავანგრიეთ შუბლით, არაფერი არ იქნება. რომელი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, თაფლით და მანანათი შემოსილ გარემოთი? უბედურის ერთი, ხან სპეცრაზმი იყო შევარდნილი საარჩევნო უბანზე, ზოგი ყუთს მიარბენინებდა, ხანდახან ხალხს ყრიდნენ ფანჯრიდან. ასეთი ქვეყანა ვართ სამწუხაროდ და ამის შეცვლა გვინდა ყველას ერთად. ამიტომ გავაერთიანოთ რესურსები და დავფიქრდეთ, ხომ არ შეგვიძლია ერთიანი ფრონტით იმ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევა ერთით მეტი ბრძოლის ველის შექმნით, იმ მოთხოვნებთან დამატებით, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.

და ბოლოს, საერთაშორისო-პოლიტიკური კუთხით ეს არანაირ ლეგიტიმაციას არ ქმნის. ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია ვთქვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ რეჟიმს ვერაფერი ვერ გაათეთრებს ლეგიტიმაციის კუთხით, წერტილი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს