გიორგი გაბიტაშვილი - აუდიტის სამსახურის სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოს მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

აუდიტის სამსახურის სიძლიერე განაპირობებს სახელმწიფოს მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, - ეს განცხადება პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

როგორც გაბიტაშვილმა ახალ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, გენერალური აუდიტორის თანამდებობა მისთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა, ქვეყანას ახალი პოზიციიდან ემსახუროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„მინდა მადლობა გადავუხარო სახელისუფლო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები მუშაობენ.

ვამაყობ, პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა.

გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.

პარლამენტი გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 5 წლის ვადით ირჩევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს