ირაკლი კობახიძე - ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს - გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთს არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე

გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი ომია. ასეთ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზე სახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. ვფიქრობ, რომ ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის სახეზე. კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე