ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციები აბსოლუტურად უინტერესოა - თუკი რამე საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს, ეს ევროპარლამენტია, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან არაფრით განსხვავდება

ევროპარლამენტის რეზოლუციები აბსოლუტურად უინტერესოა - თუკი რამე საბჭოთა ინსტიტუტს წააგავს, ეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტია, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან არაფრით განსხვავდება! მახსოვს, 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი და დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან არაფრით განსხვავდება, - ეს განცხადება მედიასთან მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელი და ტრაგიკულია და იმედი გამოთქვა, რომ „გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები, პირველ რიგში, ევროპარლამენტს შეეხება“.

კობახიძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზეც გააკეთა აქცენტი და როგორც განაცხადა, საქართველოს მიზანია ის, რაც ასახულია კონსტიტუციაში.

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს. ვითხოვთ იმას, რომ ერთმანეთს ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ. ამას სანაცვლოდ ვხედავთ ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის და ფაქტების გარეშე. როდესაც სხვადასხვა განცხადებასთან და ქმედებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოვთქვამთ, ჩვენ ჩვენს განცხადებას ყოველთვის ფაქტებზე ვაფუძნებთ. ეს არის ძალიან საღი და ევროპული მიდგომა.

სამწუხაროდ, ამ ჩვენს ევროპულ მიდგომას ხშირად საბჭოური მიდგომით პასუხობენ. გვეგონა, რომ საბჭოურ მიდგომებს 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს მიდგომები კვლავ ძალაშია. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ასეთ მიდგომებს ხშირად დასავლეთიდან ვხედავთ - იმედია, ეს შეიცვლება! ეს პირველ რიგში, ევროპას და ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას სჭირდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ!

ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში - ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, რაც სავსებით შესაძლებელია თუ სამართლიანი მდგომარეობა იქნება უზრუნველყოფილი! 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და თუ სამართლიანი მიდგომა იქნება, ეს აუცილებლად მოხდება

იმედი გვაქვს მიდგომები და ურთიერთობები ჩვენ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაჯანსაღდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ