ირაკლი კობახიძე - 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი - დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო

ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე, - ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს "კალა კაპიტალი" დააფუძნა“.

„100% არ ვიცი, 99.9%... ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში