კურიერები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ - ისინი „გლოვოსა“ და „ვოლტის“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავენ

კურიერები თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

როგორც სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები აცხადებენ, ისინი გეგმავენ, რომ საკურიერო კომპანიების - „გლოვოსა“ და „ვოლტის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანონ.

კურიერების განმარტებით, ისინი შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვენ, რომ საკურიერო კომპანიის ოფისებში შევიდნენ და მათი მუშაობა გადაამოწმონ.

„ჩვენი უკვე მესამე კვირაა ვაპროტესტებთ. პირველ კვირას მიგრაციის სამსახურში და შრომის ინსპექციაში სარჩელი შევიტანეთ. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა შევიტანეთ. მათ მიმართვაში ვთხოვთ, რომ რაღაც გამოსავალი შემოგვთავაზონ და შრომის სტანდარტები ისე შეიმუშავონ, რომ ქართველი კურიერები უფრო მეტნი ვიყოთ, ვიდრე უცხოელი კუერიერები.

ახლა კი ჩვენ ვგეგმავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შევიტანოთ. ჩვენ მათ ვთხოვთ, რომ საკურიერო კოპანიების ოფისებში შევიდნენ და თითოეული კურიერის მიერ გამომუშავებული თანხები შეამოწმონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავლილი კილომეტრებიდანაც თანხას გვპარავენ და ასევე, მომხმარებლის მიერ დატოვებული „ჩაიც“ არ გვერიცხება. ჩვენი მოთხოვნაა, უწყება საკურიერო ოფისებში შევიდეს, მათი მუშაობა გადაამოწმონ და თუ დარღვევას აღმოაჩენენ, ისინი დააჯარიმონ!“, - განაცხადა ერთ-ერთმა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერმა.

ასევე, აქციის მონაწილეები საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.

გარდა ამისა, კურიერები ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულები, შესაძლოა საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ.

კურიერების განმარტებით, ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს „ვოლტი“ და „გლოვოს“ კურიერები არ გამოიძახონ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სარჩელის ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, 29 მაისს, თბილისში, სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერების ნაწილმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. კურიერებმა საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნები იყო გაჟღერებული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია