ირაკლი ზარქუა - გინდათ მათქმევინოთ, რომ ელჩი დანიგანი არ დაემორჩილა ადმინისტრაციას, რადგან ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა და ამის გამო იძულებული გახდა წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ

წავიკითხეთ, რომ ელჩი დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეში მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მისია, რაც დანიგანს და ზოგადად, ელჩებს აქვთ და რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გაუგებრობის აღმოფხვრას გულისხმობს, მან ვერ შეასრულა.

„მინდა პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. ახალ ელჩს დაველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. ამიტომ, გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, - განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება დანიგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს იმას, რომ საელჩომ დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი არ გაასაჯაროა, ზარქუას თქმით, ამას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.

„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები იყოს. ასე ვართ ჩვენს, ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? - ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში