ექიმი ხაშურში მომხდარზე - არის მძიმე მდგომარეობა, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა - საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, სახლში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც ის განმარტავს, ორგანული პათოლოგიების ნაწილი უკვე გამორიცხულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი, რომელთა დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

„ამ ეტაპზე, არის მძიმე მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. საბოლო ჯამში მათი პასუხები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგიური, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი",- აცხადებს კლინიკის დირექტორი.

ინფორმაციისათვის, ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც „,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს