ნატალი ლუაზო - თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს? - ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ?, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა.

მისი თქმით, „ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება“.

“თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. და, სხვათა შორის, ის არ იყო ვითომ რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?”, - წერს ლუაზო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს