ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - უბრალოდ, მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ

ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

აღნიშნული განცხადებით უილსონი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც ჩინეთი მოიხსენია როგორც “სუპერძალა, რომელიც მთლიანად ფოკუსირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე”.

"ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს. უბრალოდ მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ. ისინი ქვეყანას ჩინეთზე ჰყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” [აქტი] უკიდურესად საჭიროა!” - წერს უილსონი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე