ოლექსი რეზნიკოვი - ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ - უკრაინას ძალიან გაუმართლა!

პრეზიდენტი ზელენსკი წარმოუდგენელი, არაპროგნოზირებადი ადამიანია. ის ძალიან მამაცი და ჭკვიანია. მე ჯერ კიდევ გაკვირვებული ვარ, როგორ ახერხებს ის ამ დონის სტრესის წინაშე გადარჩენას. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და მე ვფიქრობ, რომ უკრაინას, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლიდერი გვყავს ამ რთულ დროს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ მას და პატივი სცენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ ახერხებს პრეზიდენტი კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში ამ რეჟიმით იცხოვროს.

„პრეზიდენტი ზელენსკი წარმოუდგენელი, არაპროგნოზირებადი ადამიანია. ის ძალიან მამაცი და ჭკვიანია. მე ეს ბევრჯერ მინახავს. მან შეინარჩუნა ენერგია და ძალიან ღრმად იკვლევს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას. ის ყველაფერს განიხილავდა ფინანსთა მინისტრთან, ენერგეტიკის მინისტრთან, ტრანსპორტის მინისტრთან ან თავდაცვის მინისტრთან.

მას აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ მას და პატივი სცენ. რადგან თუ ისინი მოუსმენენ მას, თუ პატივს სცემენ მას, ისინი დაუჯერებენ მას და დაუჯერებენ უკრაინას და მე ჯერ კიდევ გაკვირვებული ვარ, როგორ ახერხებს ის ამ დონის სტრესის წინაშე გადარჩენას - კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში - მას აქვს სატელეფონო საუბრები, კომუნიკაციები, პარლამენტებში გამოსვლები, მოგზაურობები, ფრონტის ხაზზე სტუმრობა, ვეტერანების მონახულება, სხვა ქვეყნებში ჩასვლა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და მე ვფიქრობ, უკრაინას - ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლიდერი გვყავს ამ რთულ დროს,“ - განაცხადა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს