ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამი მიულოცა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.

პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს:

„ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს შორის. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კონტექსტში, მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მუსლიმი თემის საჭიროებებზე.

„ჯუმა მეჩეთში შეკრებილთ სიტყვებით მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვიმა.

ღონისძიებას სასულიერო პირები, მრევლი და დიპლომატები ესწრებოდნენ.

6-9 ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს ზეიმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე