რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველას, ვინც დღეს სულთმოფენობას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს

კათოლიკური ეკლესია, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, ბაპტისტური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, საერთაშორისო ორგანიზაციის „ხსნის არმია" წარმომადგენლობა საქართველოში და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველას, ვინც დღეს სულთმოფენობას ზეიმობს და მშვიდობას უსურვებს მათ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა