მზია ამაღლობელი - თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!

თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა. სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, როლებიც უკანონოდ დააკავეს.

„არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე