მამუკა მდინარაძე - ბაჩიაშვილის ვერსიის თანახმად, ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია, ასეთი ოპერაციების შესახებ „კინოებში“ გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია - მე ძალიან მომწონს

მე ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია თუ შეიძლება, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

მდინარაძის განცხადებით, ასეთი ოპერაციები ფილმებში გვინახავს, შესაბამისად, ბაჩიაშვილის ვერსია მას ძალიან მოსწონს.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

"ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული წამოიყვანა სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია, ამიტომ, მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო. კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება, ასეთი საკითხები დეტალურად იქნას გამოძიებული, მათ შორის, მისი დაკავების დეტალები და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს. თუმცა, მე წინააღმდეგობას მის მიერ გახმოვანებული ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“