GCCA-ის ინიციატივით მომხმარებლის უფლებების საკითხებზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ბანაკის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო - მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გაზიარება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება დასჭირდეთ. მათ შორის, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, ჰქონდეთ თავდაჯერება კომუნიკაციაში ბიზნეს სექტორთან და საჯარო სტრუქტურებთან, როგორ არ გახდნენ თაღლითობის ან არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის მსხვერპლნი და დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართონ.

„კერძოდ, შეხვედრის ფარგლებში, GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილი და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის იურისტმა, ოლიკო კობახიძემ, სტუდენტებთან ერთად, დეტალურად განიხილეს: მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოქმედი მექანიზმები და დადგენილი სტანდარტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.

თემატური ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, რომელსაც წელს 1000-მდე ახალგაზრდა სტუმრობს. ბანაკის მიზანია - არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა, მათთვის საინტერესო და საჭირო თემებზე.

GCCA აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ქვეყნის მასშტაბით, თბილისში და რეგიონებში - სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანია მომხმარებლის უფლებებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე ცნობიერების გაძლიერება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე