ევროკომისიის პრესსპიკერი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმებაზე - ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა - ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ცენტრის დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების განზრახვას დახუროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ცენტრის ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს. წარსულში ცენტრი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ [ცენტრის] გამოცხადებული დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით. ევროკავშირი გააგრძელებს ზომების გამოყენებას - პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას - და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა