შალვა პაპუაშვილი თამარ ტალიაშვილზე - მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო - ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში, რადგან ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია

მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა - მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.

„მინდა თამარ ტალიაშვილს მივულოცო აშშ-ში ელჩად დანიშვნა. ის ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა, მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება, აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ - გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 9 ივნისის განკარგულების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს