შალვა პაპუაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა და რა თქმა უნდა, მისი საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ეს ნდობა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები ­ახლად დანიშნული მინისტრის მიერ განხორციელდა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს.

„ჩვენ გვყავს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება ნახეთ, რომელიც მან, როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს. ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი. შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა და რა თქმა უნდა, მისი საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ეს ნდობა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს ნაწილები, სადაც საჭირო არის. ვნახეთ გადაადგილებები და ა.შ. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი ნაწილია საკადრო გადაწყვეტილებების, რომელიც როგორც წესი, მინისტრების მხრიდან მიიღება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ვაჟა სირაძის გადადგომა მისი ე.წ. ჩამოქვეითება არ არის.

„რატომ ფიქრობთ, რომ შსს-ში არის მეტ-ნაკლებობა? ხელმძღვანელ თანამდებობაზე არის ყველა. რაც მნიშვნელოვანია მათი გამოცდილებით, რომ სხვადასხვა მიმართულებები გააძლიერონ. ამ გადაწყვეტილებაში როტაციის პრინციპი არის ჩადებული, რაც ასევე აუცილებელია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში