პროკურატურა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები არაერთი სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას, გასაღების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ სხვადასხვა რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: „ბუპრენორფინი“, „მეთადონი,“ „კოკაინი“ და „მარიხუანა“, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

3 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); 1 პირს 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 18,260 მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება); 1 პირს 18,2603-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება); 1 პირს 2731-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა), ხოლო 1 პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“, სხვა ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია