ირაკლი კობახიძე - გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც, დაარწმუნოს - უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.

„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ