UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, საქართველოშია. მას თბილისში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„დავიცავი ჩემი ქამარი, სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია, ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“,- განაცხადა დვალიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის ბრძოლას დაესწრო და ძალიან მოეწონა. დვალიშვილის განმარტებით, მან დონალდ ტრამპს საქართველოს მიერ ამერიკის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა.

„ვახსენე საქართველო, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იყო. ჩემი ბრძოლა მოეწონა. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტიც დარბაზში იყო. ქამარი კიდევ ერთხელ დავიცავი. კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ მაგრები ვართ“,-განაცხადა დვალიშვილმა.

მან ქართველ გულშემატკივრებს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთ ენერგიას ვიღებ, რომ არასდროს მინდა ამ სპორტს თავი დავანებო. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები“,-აღნიშნა დვალიშვილმა.

მისი თქმით, კონკურენტები კიდევ ჰყავს, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს.

„მზად ვარ, კიდევ გავაგრძელო ბრძოლა“,-განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

რაც შეეხება რეიტინგს, მერაბ დვალიშვილის განცხადებით, ეს მისთვის საპატიოა, მაგრამ ნომრები მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

„ისევ ყველა ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. რაც შეეხება საქართველოში გეგმებს, ახლა ერთი კვირით ვარ ჩამოსული, ჩამოვიყვანე სტუმრები. რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეოს გადაღება მინდა, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ჩვენი სილამაზე, სუფრა, ტრადიციები, ჩვენი ქვეყნის სილამაზე“,-განაცხადა დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია