აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა - სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო სხდომა დამსწრე პირებისთვის სრულად დაიხურა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან მედიის წარმომადგენლებიც გაუშვეს.

მოსამართლეს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა, რომ სხდომა დაეხურა, რადგან სხდომაზე სიმშვიდე ყოფილიყო. აღნიშნული შუამდგომლობა კი მოსამართლემ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დამსწრე პირების მხრიდან გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს