მამუკა ხაზარაძე - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია, აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი - ქვეყანა არის უფსკრულის პირას

„ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის – "წინააღმდეგობის პლატფორმის" – აღდგენა.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის რესურსს ხედავს.

მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად “ლელო” იყო.

“ბოლო ერთი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე - ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხდით პოლიტპატიმრების მშობლებს, რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხდით პრეზიდენტს და მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ჩვენ საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და გამტკიცებას”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ის ხედავს რესურსს და პოტენციალს ერთობის აღდგენისათვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.

“მე ვხედავ ამ ერთობის აღდგენის რესურსს, რადგან ქვეყანა არის უფსკრულის პირას. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე თუ რა არის გამარჯვების ფორმულა. სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ ყველამ დაინახოს - სამშობლო არის უპირველესი!”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები