ადვოკატი - კოტე იოსელიანის გატაცება სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედებაა - ეს არ იყო ამ გამტაცებელთა თვითშემოქმედება, ისინი იყვნენ დიდი სტრუქტურის ჭანჭიკები

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედება. ათანხმებდნენ მესიჯბოქსს, ამაზეც ისაუბრა კოტემ, ეს არ იყო ამ გამტაცებელთა თვითშემოქმედება, ისინი იყვნენ ერთი დიდი სტრუქტურის მონაწილე ჭანჭიკები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის კოტე იოსელიანის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბასილაიას თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე პირებს დასჯიან.

“დღეს მიწოდებული ინფორმაცია აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ კოტე იოსელიანის გამტაცებლები და მასზე იძულების განმახორციელებელი პირები დაიდენტიფიცირდნენ და მიეცნენ პასუხისგებაში, თუმცა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას მწვანე აქვს ანთებული ქუჩის “ტიტუშკებისთვის”, სცემონ და აწამონ ჟურნალისტები, აქტივისტები, რუსთაველზე მოაწყონ წამების მთელი სცენები, ამავე დროს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მზია ამაღლობელს პოლიციელზე სილის გაწვნისთვის მრავალწლიანი სასჯელი ემუქრება, აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმისა, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე პირებს დასჯიან, ბუნებრივია, არ გვაქვს.

ყველანაირი ვარაუდებისა და სპეკულაციების გარეშე ძალიან მარტივად არის ამ პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი. ჭავჭავაძეზე, შუა ღამისას, გამთენიის 04:00 საათზე რამდენი მინი-ვენი იმოძრავებდა? პერიმეტრზე კამერების ჩანაწერები რომ ამოიღონ და ამ კამერებზე ნახონ მინი-ვენის გადაადგილება და შემდეგ მას მიჰყვნენ, ნებისმიერს დააიდენტიფიცირებენ, როგორც ამას აკეთებენ არაერთ სხვა შემთხვევაში, ძალიან მარტივია.

ყველაფერი ის, რაც განხორციელდა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სპეცსამსახურებისგან ორკესტრირებული ქმედება, სხვაგვარად შეუძლებელია, სცოდნოდათ ზუსტი დრო, როდის ბრუნდებოდა სახლში, დაედგათ ის სცენა, რომ თითქოს ის “გლოვოს” კურიერი იდგა, გადაეყვანათ იმ სივრცეში, რომელიც დეტალურად აღწერა კოტემ.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ათანხმებდნენ მესიჯბოქსს, ამაზეც ისაუბრა კოტემ, ეს არ იყო ამ გამტაცებელთა თვითშემოქმედება, ისინი იყვნენ ერთი დიდი სტრუქტურის მონაწილე ჭანჭიკები”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანი დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, იოსელიანის მეუღლემ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა