ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ.

ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა