ვიქტორ ორბანი - ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ და მოკავშირედ - მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ

უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო