გიორგი ახობაძის ადვოკატი - როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს - საქმეში პოლიციელების გარდა სხვა მოწმეები არც არიან

როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმე პოლიციელი დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელმა მოწმემ პროცესზე უამრავი სიცრუე ილაპარაკა, რასაც ბრალდებული არ ეთანხმებოდა.

“დღეს დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ საქმეში პოლიციელების გარდა, სხვა მოწმეები არც არიან. აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას გვაძლევდა, რასაც ყველა სხვა პოლიციელი, არაფერი განსხვავებული არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა პროცესზე, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვსვამდით ისტორიიდან გადახვეულ კითხვებს, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ პასუხი არ გაეცათ ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიცრუე თქვა, რასაც გიორგი არ ეთანხმებოდა, მათ შორის, ძალიან ბევრი ალოგიკური პასუხი გაგვცა, რაც შეუძლებელია, რომ სიმართლე იყოს იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება. პასუხები არ ჰქონდათ ისეთ მარტივ რაღაცებზე, როგორიც არის, მაგალითად, რას აკეთებდა გიორგი ახობაძე, როდესაც, ვითომ და, გაჩერებული იყო სანაპიროზე - ამაზე პასუხი არცერთ პოლიციელს არ აქვს, როგორც ჩანს, არ არიან ამაზე წინასწარ შეთანხმებული.

გარდა ამისა, როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს”, - აღნიშნა მაძღარაშვილმა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია